Uncategorized

4 ელემენტი ბედნიერი ძაღლისთვის

ჩვენ გთავაზაბთ 4 მიზეზს, თუ როგორ უნდა იყოს თქვენი ძაღლი ბედნიერი:

1. მოძრაობა

ვარჯიში მნიშვნელოვანია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის, ამავე დროს იგი ჭარბი წონისგან საუკეთესო დაცვის ელემენტია. როგორც წესი, რაც მეტად ვავარჯიშენთ ძაღლს, მით უკეთესი მისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს არ ეხება ყველა ძაღლს. ვარჯიში და ზოგადად, ნებისმიერი სახის დატვირთვა შესაბამისი უნდა იყოს  ჯიშის, ასაკის ან წინა ავადმყოფობის მიხედვით. შესაძლოა ზოგ შემთხევვაში ხტუნვა, ველოსიპედით სიარული ან კიბეებზე ასვლა საზიანო იყოს ძაღლისთვის . თუ ამ საკითხში ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ  თქვენს ვეტერინარს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ლეკვებთანაც, დიდი დატვირთვა ამ დროსაც არ არის სასურველი, როგორც წესი, შეგიძლიათ ყოველდღიურად 5 წუთის განმავლობაში იაროთ, ამ გზით სახსრები უფრო ჯანმრთელი გაიზარდება და რაც შეიძლება დიდხანს დარჩება პროდუქტიული.

2. გონებრივი დატვირთვა

ჩვენი ფავორიტები უაღრესად ჭკვიანები არიან და მათ თავებსაც სურთ “გამოძრავება”.

ხშირად, ჩვენს კონპანიონ ცხოველებთან თანაცხოვრება  გარკვეულ რუტინას ემსგავსება, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილებში გასეირნებით.  ბუნებრივად ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მოყვარულ ძაღლებს, რომლებსაც მუდამ   სიახლეების აღმოჩენა სურთ მსგავსი ერთფეროვნება ღლით და ასეთი ცხოვრება მათთვის მოსაწყენი ხდება.

ამიტომ, არა მხოლოდ თქვენი ძაღლის ფეხების მოძრაობაზე უნდა იზრუნოთ, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა: იარეთ ახალი  ან შემოვლითი გზებით, მიეცით მათ დავალება და სხვასახვაგვარად ათამეშეთ.

მაგალითად, “დამალობანა” ძალიან პოპულარულია. დადექით ხის ან ბუჩქის მიღმა და ეცადეთ მოგძებნოს, მისთვის თქვენი პოვნა საინტერესო გასართობი იქნება.

„დაბრკოლებების გადალახვა“ –  როგორიცაა ხის ტოტებზე ხტომა ან უბრალოდ რამდენიმე ბრძანების შესრულება, მათთვის ეს გამოწვევაა, თუ მით უმეტეს მათ ამისთვის რამით დააჯილდოვებთ. ჯილდოსთან ერთად, ძაღლებს, როგორც წესი, თქვენთან ერთად თამაშებში სურთ მონაწილეობა მიიღონ.

თანდათან თქვენც გაოცებულნი დარჩებით, რამდენ რამეს ისწავლიან ისინი ამ პატარ-პატარა თამაშებით.

3. ფული (?)

ჯანსაღი და დაბალანსებული ძაღლის საკვები არის ყველაფერი და არაფერი.

კვების დროს მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ძაღლის წონა.  იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკვების მიღება, ისევე როგორც ძალიან ცხიმიანი საკების, კვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. შეცდომის შედეგად მიღებული ჭარბი წონა კი იწვევს არა მხოლოდ სიცოცხლის ნაკლებობას, არამედ ხელს უწყობს გულის, თირკმელებისა და კანის დაავადებების პროვოცირებას.  ჭარბწონიან ძაღლებში სიმსივნეებიც კი უფრო ხშირია. ამიტომ მნიშვნელოვანია იზრუნოთ ძაღლის ჯანსაღ ფიგურაზე. მრავალი საკვები არსებობს,  რომელშიც კალორიები შემცირებულია  და ასევე სპეციალური დიეტა, რომელსაც აუცილებლად გირჩევთ კარგი  ვეტერინარი.

თუ გსურთ თქვენი ძაღლის დიდ ხანს სიცოცხლე, არასდროს არ უნდა დაგენანოთ მისი ჯანმრთელობისთვის გაღებული ფული.

4. სამედიცინო დახმარება

რამდენად მნიშვნელოვანია ვეტერინართან რეგულარული კონსულტაცია?

ჩვენი ძაღლები ხშირად გარეთ არიან და  შეიძლება  ბევრი სპეციფიკური დაავადება შეხვდეთ, ისეთიც კი, რომელიც იშვიათია, მგალითაც,  როგორიცაა ჭინჭრის ციება, ლეპტოსპიროზი ან პარვოვირუსი. სამწუხაროდ, ეს დაავადებები ბოლომდე არ იკურნება. მხოლოდ ძაღლების რეგულარულ ვაქცინაციას შეუძლია  თავიდან აგაცილოთ ინფექციები, მათ შორის ცოფი, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო. ვაქცინაცია განსაკუთრებით საჭიროა, თუ გსურთ ძაღლის გარეთ გაყვანა ან სამოგზაუროდ  წაყვანა.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ჭიების მოცილება.

მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად?

ხანდახანს საჭიროა ფეკალიების გამოკვლევა, რის შემდეგაც ინიშნება შესაბამისი ჭიის წამალი,  ამიტომ, როგორც ხდება ხოლმე, პირდაპირ წამლის მიღება არასწორი პრაქტიკაა.

საჭიოროა თუ არა პრევენციული გამოკვლევები ?

წლების განმავლობაში ნებისმიერი დაავადება ორგანიზმში უფრო და უფრო ვითარდება, გამომდინარე იქიდან რომ, ყველა ცხოველს აქვს ველურ ბუნებაში გადარჩენის შესანიშნავი იმუნიტეტი, ძნელად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალით ის ფაქტი რომ ძაღლს შეიძლება რამე აწუხებდეს ან  სტკიოდეს. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით იყავით ქცევის მცირე ცვლილებებზე. თუ ძაღლს მოულოდნელად აღარ უყვარს თამაში, სვამს ბევრს ან ჭამს ნაკლებს, ეს შეიძლება იყოს სერიოზული ავადმყოფობის პირველი ნიშანი; მსგავსი ცვლილებების შესახებ აუცილებლად უნდა გაესაუბროთ თქვენს ვეტერინარს. ძაღლი განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულ ასაკში. ხანდაზმულობის მრავალი დაავადების მკურნალობა  შესაძლებელია თუ იგი დროულადაა გამოვლენილი. ასე რომ, იყავით მზრუნველი პატრონები და  იმედია, თქვენ  შეძლებთ აქტიური და მხიარული დროის გატარებას თქვენს ოთხფეხა მეგობართან, მიუხედავად იმისა რომ ისინი იზრდებიან.