Uncategorized

2020 წლის პროდუქტი

Happy Dog-ის რბილი სნექები და დამსახურებული ჯილდო

ჩვენ ვამაყობთ და ძალიან გვიხარია, რომ მივიღეთ სასურველი ჯილდო დამოუკიდებელი პორტალ FutterTester.de-სგან. აქ ჩვენი Happy Dog Soft Snacks დასახელდა 2020 წლის პროდუქტად და ამით გაიმარჯვა კონკურენტულ პროდუქტებზე “ძაღლის საჭმლის” კატეგორიაში.

ჩვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს  უყვართ გემრიელი Happy Dog- ის  გულის ფორმის კროკეტები. ის რომ  ბრენდის სნექენი იდეალურია ჩვენი საყვარელი არსებებსითვის  და  ძალიან კარგად მიიღეს ძაღლებმა FutterTester.de-ს დამოუკიდებელი ტესტიც ადასტურებს. ძაღლების 66%-მა საჭმელი მაშინვე შეჭამა, 33%-მა კი ისიამოვნა. ამ შედეგებით არა მხოლოდ ოთხფეხა მეგობრები არიან აღფრთოვანებულნი, არამედ მფლობელების ნახევარზე მეტი ასევე ძალიან სასიამოვნოდ მიიჩნევს Happy Dog Soft Snacks-ის სუნს. ტესტირების შემდეგ, თითქმის ყველა მონაწილეს სურს შეიძინოს სნექები თავისი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ტესტერების 98%-ს შეუძლია უპირობოდ გირჩიოთ გემრიელი და კარგად მონელებადი სნექები.

ჩვენი უგემრიელესი, გულის ფორმის  სნექები  ექვს სხვადასხვა სახეობაშია თავმოყრილი, საშუალო და დიდი ძაღლებისთვის, იგი  განსაკუთრებით იზიდავს ჩვენს პატარა გურმანებს.

4 ელემენტი ბედნიერი ძაღლისთვის

ჩვენ გთავაზაბთ 4 მიზეზს, თუ როგორ უნდა იყოს თქვენი ძაღლი ბედნიერი:

  1. მოძრაობა

ვარჯიში მნიშვნელოვანია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის, ამავე დროს იგი ჭარბი წონისგან საუკეთესო დაცვის ელემენტია. როგორც წესი, რაც მეტად ვავარჯიშენთ ძაღლს, მით უკეთესი მისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს არ ეხება ყველა ძაღლს. ვარჯიში და ზოგადად, ნებისმიერი სახის დატვირთვა შესაბამისი უნდა იყოს  ჯიშის, ასაკის ან წინა ავადმყოფობის მიხედვით. შესაძლოა ზოგ შემთხევვაში ხტუნვა, ველოსიპედით სიარული ან კიბეებზე ასვლა საზიანო იყოს ძაღლისთვის . თუ ამ საკითხში ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ  თქვენს ვეტერინარს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ლეკვებთანაც, დიდი დატვირთვა ამ დროსაც არ არის სასურველი, როგორც წესი, შეგიძლიათ ყოველდღიურად 5 წუთის განმავლობაში იაროთ, ამ გზით სახსრები უფრო ჯანმრთელი გაიზარდება და რაც შეიძლება დიდხანს დარჩება პროდუქტიული.

  1. გონებრივი დატვირთვა

ჩვენი ფავორიტები უაღრესად ჭკვიანები არიან და მათ თავებსაც სურთ “გამოძრავება”.

ხშირად, ჩვენს კონპანიონ ცხოველებთან თანაცხოვრება  გარკვეულ რუტინას ემსგავსება, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილებში გასეირნებით.  ბუნებრივად ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მოყვარულ ძაღლებს, რომლებსაც მუდამ   სიახლეების აღმოჩენა სურთ მსგავსი ერთფეროვნება ღლით და ასეთი ცხოვრება მათთვის მოსაწყენი ხდება.

ამიტომ, არა მხოლოდ თქვენი ძაღლის ფეხების მოძრაობაზე უნდა იზრუნოთ, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა: იარეთ ახალი  ან შემოვლითი გზებით, მიეცით მათ დავალება და სხვასახვაგვარად ათამეშეთ.

მაგალითად, “დამალობანა” ძალიან პოპულარულია. დადექით ხის ან ბუჩქის მიღმა და ეცადეთ მოგძებნოს, მისთვის თქვენი პოვნა საინტერესო გასართობი იქნება.

„დაბრკოლებების გადალახვა“ –  როგორიცაა ხის ტოტებზე ხტომა ან უბრალოდ რამდენიმე ბრძანების შესრულება, მათთვის ეს გამოწვევაა, თუ მით უმეტეს მათ ამისთვის რამით დააჯილდოვებთ. ჯილდოსთან ერთად, ძაღლებს, როგორც წესი, თქვენთან ერთად თამაშებში სურთ მონაწილეობა მიიღონ.

თანდათან თქვენც გაოცებულნი დარჩებით, რამდენ რამეს ისწავლიან ისინი ამ პატარ-პატარა თამაშებით.