Uncategorized

კიდევ რა საკვები შეიძლება ჭამონ ძაღლებმა?

ძაღლის პატრონები ხშირად სვამენ შეკითხვას – გარდა ყოველდღიური საკვებისა, დამატებით,  რა შეიძლება  აჭამონ თავიანთ ძაღლს. ამის შესახებ  უამრავი წარმოდგენა და მითი არსებობს, ამიტომ ჩვენ შევეცდებით,  სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, სწორი და ჯანსაღი კვების შესახებ.

გემრიელი ხილი:

ვაშლი
ანანასი (არ მისცეთ რძის ნაწარმთან ერთად) *
ბანანი (საფრთხილოა)
კენკრა, როგორიცაა მაყვალი, მარწყვი, ჟოლო ან მოცხარი
მსხალი
ლეღვი (უკეთესია რბილობი კანს მოაშოროთ)
მანგო
ნესვი
პაპაია
ფიზალისი
ხილი, როგორიცაა გარგარი, ალუბალი, ნექტარინი ან ატამი (თესლების გარეშე)
* ყურადღება: ნაყოფში შემავალი ფერმენტები მწარე გემოს იწვევს.

ბოსტნეული თქვენი ძაღლისთვის:

ზღვის მცენარეები
ყვავილოვანი კომბოსტო (მოხარშული უფრო ადვილი მოსანელებელია)
ბროკოლი (მოხარშული უფრო ადვილი მოსანელებელია)
კიტრი
სტაფილო
კოლრაბი (მოხარშული უფრო ადვილი მოსანელებელია)
კრესი
გოგრა (მოხარშული უფრო ადვილი მოსანელებელია)
ჭარხალი
სალათის ფოთოლი,
ისპანახი
ყაბაყი

დაიმახსოვრეთ, თუ გსურთ, რომ თქვენი ძაღლი დამატებით გამოკვებოთ ზემოთ ჩამოთვლილი  პროდუქტებით, მისი დღიური (ჩვეულებრივი) კვების რაციონი  შესაბამისად უნდა შეამციროთ.

ასევე, თუ მაგალითად,  თქვენს ოთხფეხა მეგობარს ნებას აძლევთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი მიირთვას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეს დამატებითი საკვები მისცეთ კვებიდან კვებამდე შუალედში.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა – იმ შემთხვევაში თუ თქვენი შინაური ცხოველი ჭარბწონიანია ან სიმსუქნისკენაა მიდრეკილი, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება   მის მიერ მიღებულ ყოველდღიურ კალორიებს და ჩვენი რეკომენდაციაა, ამ დროს, დამატებით მხოლოდ ბოსტნეული შესთავაზოთ.