ცნობილია, რომ შინაური ძაღლებიც და გარეული მგლებიც ძაღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან. თუმცა მათი ნათესობა იმას არ ნიშნავს, რომ ძაღლიც ისევე უნდა იკვებებოდეს, როგორც მგელი.
მაგალითად, დღემდე დისკუსიის საგანია – არის თუ არა უმი ხორცის დიეტა ძაღლების ყველაზე შესაფერისი საკვები?
ეს საკითხი სწორედ მგლებისა და ძაღლების ნათესაობას უკავშირდება, ვინაიდან მგლები ძირითადად, სწორედ უმი ხორცით იკვებებიან.
ძაღლი მგელი არ არის
ძაღლს ათობით ათასი წელი დასჭირდა, რომ ადამიანების ერთგული ოთხფეხა მეგობარი და კომპანიონი გამხდარიყო. მოშინაურებისა და მიზანმიმართული გამრავლების გზით, ძაღლი იმდენად შეიცვალა, რომ მგელთან მსგავსება უკვე ძნელად ამოსაცნობი გახდა.
თუმცა, არსებობს ისეთი ძაღლის ჯიში, მაგალითად, ჰასკი, რომლის მსგავსება მგელათან ჯერ კიდევ შესამჩნევია
რა განსხვავებაა ძაღლსა და მგელს შორის? მიუხედავად იმისა რომ ძაღლებსა და მგლებს საერთო წინაპარი ჰყავთ, დღეს უკვე მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მოშინაურების პროცესმა შეცვალა ძაღლის ზომები და ფორმები; დროთა განმავლობაში შეიცვალა ძაღლების თანკბილვაც; შეიცვალა საჭმლის მომნელებელი სისტემაც, დღეს უკვე დიდი განსხვავებაა პატარა და დიდი ზომის ძაღლის ჯიშის ნაწლავის სიგრძის მიხედვითაც; უპირველეს ყოვლისა, ძაღლის ენერგეტიკული მოთხოვნილებები სრულიად განსხვავდება მგლის მოთხოვნილებებისგან. მაგალითად, ველურ გარემოში მგელი ყოველდღიურად 50 კილომეტრს ან მეტს ფარავს, ხოლო ოჯახის ძაღლი იშვიათად სეირნობს და დაახლოებით, შვიდ ან რვა კილომეტს გადის; კვლევები ადასტურებენ, რომ მართალია ძაღლი მტაცებელთა რიგს განეკუთვნება, მაგრამ, მგლისგან განსხვავებით, მის ორგანიზმს უკვე შეუძლია მარცვლეულისა და სახამებლის მონელება და შეთვისება. ძაღლების საჭმლის მომნელებელი სისტემა უკვე ადაპტირებულია იმ გარემოსთან, რომელიც მას ადამიანმა შესთავაზა. ამას ადასტურებს 2012 წელს, შვედეთის უფსალას (Uppsala) უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ევოლუციის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ძაღლები და მათი დიეტა განვითარდა და შეიცვალა ადამიანის რაციონით. გენი ქმნის განსხვავებას მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს უფრო კარგად შეუძლიათ ნახშირწყლებისა და მცენარეული საკვების მონელება, ვიდრე მგლებს. ძაღლებში აღმოჩენილია გენის ოცდაათი ასლი, რომელიც იწყებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სახამებლის დაშლას, ხოლო მგლებს ამ გენიდან მხოლოდ ორი აქვთ. მეცნიერებმა მხოლოდ ძაღლებში აღმოაჩინეს გენის გარკვეული ვარიანტი, რომელიც აუცილებელია სახამებლის შემდგომი დაშლისთვის. ძაღლები არ არიან მტაცებლები მიუხედავად იმისა რომ ძაღლი რუხი მგლის ქვესახეობაა და მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველია, მგლისგან განსხვავებით მას შეუძლია ხორცის გარეშე იარსებოს. ძაღლისგან განსხვავებით კი, მგელი ვერ შეძლებს თავი გაიტანოს საკვებით, რომელიც 50% ხორცს და 50% ნახშირწყალს შეიცავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ძაღლს მხოლოდ ბრინჯის ფაფით გამოკვებავთ. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ძაღლს სჭირდება დაბალანსებული საჭმელი, თუ გვსურს, რომ მან დიდხანს და ჯანმრთელად იარსებოს.რატომ Happy Dog-ი? ძაღლის ჭკვიანი პატრონები ყოველთვის ცდილობენ მათი არჩევანი გონივრული იყოს და დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრის სწორ კვებას, ამიტომ ირჩევენ ისეთ ბრენდს, რომელიც მათი შინაური ცხოველის მდგომარეობაზე და საჭიროებაზეა მორგებული, დაბალანსებულია და არ შეიცავს ხორცს დიდი რაოდენობით. Happy Dog-ი კი ზუსტად ის ბრენდია, რომელიც თავის მომხმარებელს შემცველობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის ცხადად უხსნის.