ხარისხი

ხარისხი და ფილოსოფია თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული Happy Dog-ის პროდუქციაში


პატივცემულო ძაღლთა მოყვარულებო, ჩვენი ოჯახის უკვე მესამე თაობა აწარმოებს მაღალი ხარისხის ძაღლის საკვებს ვერინგემში, ბავარიაში. ძალიან გვიყვარს ძაღლები და, შესაბამისად, ვცდილობთ შევთავაზოთ მათ საკვები ოპტიმალური შემადგენლობით. მრავალწლიანი ძიების შედეგად შევიმუშავეთ უნიკალური რეცეპტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი ძაღლის ჯანმრთელობას და  სიცოცხლისუნარიანობას. რა არის განსაკუთრებული ჩვენს პროდუქციაში? ეს არის განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული სუფთა ბუნებრივი ინგრედიენტები. ჩვენ  ვიყენებთ ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან, ამგვარად, პერსონალურად ვაგებთ პასუხს მათ მაღალ ხარისხზე.  პროდუქციაში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის  პროტეინი (ცილა), რომელიც კომბინირებულია მნიშვნელოვანი თვისებების მქონე მცენარეებთან და ხილთან. Happy Dog-ი გთავაზობთ ზუსტად იმ კვებას, რომელიც სჭირდება თქვენს ძაღლს. ეს არის საკვები ყველა ზომის და ასაკის ძაღლებისთვის ლეკვობიდან -სიბერემდე , საჭიროებათა გათვალისწინებით. საუკეთესო სურვილებით, ჯორჯ მიულერი მფლობელი და მმართველი დირექტორი  
ხარისხის გარანტია   დამზადებულია გერმანიაში   Happy Dog-ის პროდუქცია წარმოებულია გერმანიაში უმაღლესი სტადარტების გათვალისწინებით.  
მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო ფასეული  ცხოველური პროტეინები (ხორცი, თევზი და სუბპროდუქტები).  
ყველაფერი, რაც ორგანიზმს სჭირდება ჩვენი საკვები უზრუნველყოფს ოპტიმალურ შეთვისებას (90%).
სრულიად ნატურალური არ ვიყენებთ ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს ან გენმოდიფიცირებულ ნედლეულს.  
არ ვაწარმოებთ ტესტირებას ცხოველებზე ჩვენ ვგმობთ ტესტირებას ცხოველებზე.  
სოიოს გარეშე არ ვიყენებთ სოიოს.    
ბუნებრივი ცხოვრება მუდმივად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ბუნებრივი და სახეობათა შესაბამისი მრავალფეროვანი ნედლეული ჩვენს რეცეპტებში.  
საუკეთესო ნედლეული ინგრედიენტები ჩვენ ვიყენებთ მაღალხარისხოვან ნედლეულს და ინგრედიენტებს, რომლებიც მოწოდებულია ადგილობრივი და რეგიონული ფერმების მიერ.  
ხარისხის მკაცრი კონტროლი მკაცრი დამოუკიდებელი ტესტირება  იძლევა უმაღლესი ხარისხის გარანტიას.
ცილის მრავალფეროვანი წყარო ჩვენს რეცეპტებში ვიყენებთ ყველა ბუნებრივი ბიოლოგიური მრავალსახეობის ცხოველურ ცილებს, ეს იქნება ხორცი, თევზი თუ ფრინველი. შედეგად ვიღებთ განსაკუთრებულს, კარგად დაბალანსებულ საკვებს, რომელიც მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებითა და ამინომჟავებით. Happy Dog Suprime პროდუქტის ყოველდღიური გამოყენება გამორიცხავს  კვების ძირითად ნაკლოვანებას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტით, ცილების მხოლოდ ერთი წყაროდან მიღებით.
Happy Dog-ის ბუნებრივი ცხოვრების კონცეფცია ძაღლის ჯანსაღი კვების საფუძველი არ არის მხოლოდ ახალი ხორცი. შესაბამისი მეტაბოლიზმის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. Happy Dog Natural Life Concept აერთიანებს ამ ინგრედიენტებს და უზრუნველყოფს თქვენს ძაღლს ყველა მნიშვნელოვანი ნივთიერებით, რომლებიც საჭიროა მისი ორგანიზმისთვის  –  დაწყებული ძლიერი იმუნური სისტემით, ჯანმრთელი ბეწვის ჩათვლით.   უნიკალური Happy Dog Natural Life Concept შედის ყველა Happy Dog Supreme პროდუქტში (გარდა Happy Dog Supreme Africa, Happy Dog Supreme Mini Africa და Happy Dog Supreme Karibik). იმისთვის, რომ პროდუქცია იყოს გლუტენის გარეშე, ჩვენ აღარ ვიყენებთ ფერმენტულ მარცვლეულობას. აგრეთვე, შევწყვიტეთ ველური ნივრის გამოყენება. ამის ნაცვლად, ჩვენ მიერ შერჩეული მცენარეების ნარევი შეიცავს ბაყაყურას, რომელიც ღვიძლის ფუნქციას უწყობს ხელს.
მცენარეების ნაკრები აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.  
ვაშლისა და ხილის კომპონენტები ნატურალური, პექტინის ბოჭკოებით მდიდარი კომპონენტი  –  საჭმლის კარგი მონელებისათვის.  
მიკროელემენტები მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ოპტიმალური მიწოდება საჭიროა სიცოცხლისთვის და ორგანიზმის კარგი ფუნქციონირებისთვის.    
სელის თესლი ახლად დაფქვილი სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავით, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს კანისა და ბეწვის მდგომარებას.  
ახალზელანდიური მწვანე მოლუსკები მდიდარია გლუკოზამინოგლიკენებით (GAGs), რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი სახსრების, მყესებისა და იოგებისთვის.
ენერგიის ბალანსი   ძაღლი არ არის მგელი. მგელი ველურ პირობებში გარბის 50კმ-ს დღეში. ამიტომ საჭიროებს მეტ ენერგიას, ვიდრე ძაღლი. ამგვარად ჩვენ უზრუნველვყოფთ: ენერგიის მომცემი საჭირო ინგრედიენტების ზომიერ მიწოდებას შემცირებული ცხიმიანობის და მომატებული ცილების ხარჯზე.შემცირებული სახით ენერგიის მიღება იცავს ძაღლს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა სიმსუქნე, სახსრების პრობლემა და ა.შ.საჭიროების შემთხვევაში ენერგიის მიწოდების კონტროლი ხდება საკვების რაოდენობით.
2-ფაზიანი კვების კონცეფცია: საშუალო და დიდი ჯიშის ლეკვებისა და იუნიორების ცილისა და ენერგიის მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავდება. Happy Dog-მა შეიმუშავა 2-ფაზიანი კვების კონცეფცია, რათა უზრუნველყოს ყველა საჭირო ნივთიერებით მათი ზრდა-განვითარება. სხვა უპირატესობა: კალციუმის და ფოსფორის  ოპტიმალური შემადგენლობამცენარეული ცილების შემცველობის გარეშე (მაგ., სოიო)უმაღლესი ხარისხის ცხოველური პროტეინები, საიმედო მომწოდებლებისგანოპტიმალური კომბინაცია ყველა არსებითი ნუტრიენტებით.
რატომ მშრალი კვება? თქვენი ძაღლის ჯანმრთელობა, ხალისი და კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია საკვებზე, რომელსაც იღებს ყოველდღე. ჩვენ გირჩევთ მაღალხარისხოვან,  დაბალანსებულ და ჯანსაღ მშრალ საკვებს თქვენი ძაღლისთვის.
მშრალი საკვები არის უფრო ჯანსაღი, ეფექტური და ხელმისაწდომი!  
რეცეპტების მრავალფეროვნება მიუხედავად იმისა, თქვენი ძაღლი ასაკოვანია თუ ახალგაზრდა, გამხდარია თუ მსუქანი, აქტიურია თუ მშვიდი, ძლიერია თუ ძალიან მგრძნობიარე, არსებობს ფართო სპექტრი სხვადასხვა მშრალი საკვების რეცეპტებისა. ანუ, საკვები შეიძლება იყოს ოპტიმალურად ადაპტირებული ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.  
პირის ღრუს მოვლა მშრალი კვება ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას  და თანკბილვის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია მთლიანად შეუშალოს ხელი კარიესის წარმოქმნას, თუ კატას აქვს ამის მიდრეკილება, მაგრამ მას შეუძლია თავიდან აიცილოს და შეაჩეროს მისი გამოჩენის ალბათობა. გარდა ამისა, გრანულების დაღრღნა ხელს უწყობს კბილების გაძლიერებას და უზრუნველყოფს მათი მორყევის პრევენციას.  
პროტეინის წყარო ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რა სახის ცხოველური ცილა არის ჩვენი მაღალხარისხიანი მშრალი საკვების შემადგენლობაში.