ქველმოქმედება

ქველმოქმედება

ჩვენი ვალდებულებები Happy Dog-ი იღებს პასუხისმგებლობას ადამიანებისა და ცხოველების მიმართ მრავალ ინიციატივასა და პროექტში.  
SOS-Kinderdorf e.V.   ამჟამად Happy Dog-ი მხარს უჭერს the SOS Kinderdorf Bujumbura-ს პროექტს ბურუნდიაში. ის სთავაზობს ახალ სახლს მზრუნველობამოკლებულ/ობოლ ბავშვებს.
840 000 ევრო იქნა შეგროვილი კომპანიის შემოწირულობით დღემდე   მას შემდეგ, რაც Happy Dog Supreme Sensible Africa-ს პროექტი დაიწყო 2009 წელს მაისში, Happy Dog-ი აძლევს 2%-ს  “Africa”-ს  ყოველი შეფუთვის გაყიდვიდან (1კგ-დან და მეტი) SOS Kinderdörfer პროექტს აფრიკაში შემოწირულობის სახით. შეგროვდა 840000 ევროზე მეტი.   ეს არის საერთო სიკეთე, რომლის გაკეთება ჩვენ შევძელით თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერით. დიდი მადლობა, ძვირფასო მომხმარებლებო!   ბურუნდიაში SOS Kinderdorf Bujumbura პროექტის მიერ გაიხსნა დაწყებითი სკოლა, ახალგაზრდული ცენტრები და საოჯახო სახლები. ბავშვთა  სოფელთან ერთად, Hermann Gmeiner-ის სახელობის სკოლაში შეიქმნა 12 კლასი, სადაც სწავლობს 480-მდე მოსწავლე. ჩვენი შემოწირულობით ვაფინანსებთ მიმდინარე ხარჯებს, როგორიცაა საკვები, სკოლის მასალა, სკოლისა და პერსონალის ხარჯები, სხვადასხვა აქტივობები, ტრანსპორტი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.  
თქვენ ასევე შეგიძლიათ დახმარება   თქვენ ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ინიციატივას “Future for Africa” (მომავალი აფრიკისთვის) Happy Dog Supreme Sensitive Africa* -ს საკვების ყიდვით!   ცხოველური ცილების მხოლოდ ერთი წყაროკარტოფილი გლუტეინის გარეშემარცვლეულის გარეშე   * Happy Dog-ი გასცემს 1.30 ევროს ყოველი Africa შეფუთვის გაყიდვიდან (1კგ და მეტი).
VDH სპონსორი   გერმანიის ძაღლების კავშირი (გერმანიის ძაღლსაშენი შემოკლებით VHD) არის გერმანიაში ყველა ძაღლის მეპატრონეთა ინტერესების წამყვანი წარმომადგენელი -ნომერი პირველი ყველა ადამიანისთვის, ვისაც ჰყავს ძაღლი და აწარმოებს მათ გამრავლებას და სელექციას.   Happy Dog-ი მჭიდროდ თანამშრომლობს VDH-თან და ცდილობს რეგულარულად მხარი დაუჭიროს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს.   ყოველ წელს ივნისის დასაწყისში გერმანიაში  ტარდება ძაღლთა დღე. ამ დღეს აღნიშნავენ  მრავალი ღონისძიებით ძაღლთა ასოციაციები, ვეტერინარული კლინიკები და სხვა ორგანიზაციები.   Happy Dog-ი ყოველწლიურად არის VDH-ის ოფიციალური პარტნიორი და მხარს უჭერს  ორგანიზატორებს თავიანთ საქმიანობაში, ამარაგებს საკვების ნიმუშების დიდი რაოდენობით, რომელიც ნაწილდება ყველა მონაწილეზე.    
გარემოს დაცვა   პასუხისმგებლობა ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ – ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჯორჯ მიულერისთვის, ბავარიული საოჯახო კომპანიის მფლობელისა და მმართველი დირექტორისთვის. ის ამბობს:  “გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტული ამოცანაა. ჩვენ გვინდა ვიყოთ კეთილები გარემოს მიმართ და დავიცვათ ის. ვფიქრობთ, რომ ეს არის ვალდებულება ხალხისა და ცხოველთა მომავალი თაობების მიმართ“.    
ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე განვახორციელეთ სხვადასხვა  ღონისძიებები:   მზის პანელების მონტაჟი (80კვ/ს), მწვანე ენერგიის წარმოებისთვის კონდენსატის აღდგენის სისტემის გამოყენებით ვანხორციელებთ წყლისა და ენერგიის დაზოგვას   –  ჩვენი საწარმო ყოველთვის შეესაბამება უახლეს გარემოს სტანდარტებს   ჩვენი ყველა სატრანსპორტო შეფუთვა დამზადებულია 100% გადამუშავებული ქაღალდისგან.     ჩვენ ვყიდულობთ ნედლეულის 80%-მდე ჩვენს რეგიონში, რაც ამცირებს ტრანსპორტირების მანძილს და იცავს გარემოს
მილიარდი ხის კამპანია   პროექტების – “ვრგავთ პლანეტისთვის“ და განსაკუთრებით „მილიარდი ხის“  ორგანიზატორები მიზნად ისახავენ ერთი მილიონი ხის დარგვას  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.        ამ კამპანიის ინიციატორი გახლდათ იმხანად  9 წლის ყმაწვილი ფელიქსი, რომელიც შეხვდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, კენიელ  უანგარი მაათაის, თავისი საშინაო დავალების შესრულების დროს. გარემოს დაცვის აქტივისტმა 30 წელიწადში დარგო 30 მილიონი ხე, რათა შემცირდეს CO2-ის შემცველობა ჰაერში და შეწყდეს გლობალური დათბობა. მაგალითად, სკოლის პროექტის ფარგლებში, კუალა გულაში, მალაიზიაში რგავენ მანგრის ხეებს. მანგრის ტყეები მნიშვნელოვანია თევზების, კრაბების, მოლუსკებისა და კიბოსნაირების, და სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი ველური ცხოველებისა და ფრინველებისთვის, მცენარეთა მრავალფეროვნებისთვის,  აგრეთვე ქარიშხლისა და ცუნამისგან დაცვის თვალსაზრისით.  
მილიარდი ხის კამპანია – მწვანე საფარის გაზრდა   Happy Dog-ი მხარს უჭერს კამპანიას – “ვრგავთ პლანეტისთვის“: 2011 წლიდან, თითო შეფუთვიდან იხარჯება 5 ცენტი ტყის მასივის გაზრდაზე, და შესაძლებელი ხდება ყოველწლიურად დაირგას 2500 ხე.
აუგსბურგის ზოოპარკის სპონსორები   ზოოპარკში ცხოველთა შესაბამისი პირობების შესანარჩუნებლად საჭიროა ბევრი დრო და ძალისხმევა. სათანადოდ  დაპროექტებული ვოლიერები, ცხოველთა სიცოცხლისთვის  ოპტიმალური პირობების შექმნა,  შესაბამისი საკვები – ეს არის მხოლოდ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უნდა შესრულდეს ზოოპარკების მიერ.   აქედან გამომდინარე, ზოოპარკს სჭირდება სპონსორების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ამ პირობების დაცვა.  
აუგსბურგის ზოოპარკი Happy Dog-ი აუგსბურგის ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ცხოველების სწორი მოვლით, ამიტომ გვერდით ვუდგავართ აუგსბურგის ზოოპარკს.      
 
სპორტსმენი და გამარჯვებული ძაღლები Happy Dog-ი მხარს უჭერს აქტიურ სპორტულ ძაღლებს. ძალიან წარმატებული  სელექციონერები იყენებენ მაღალი ხარისხის პროდუქციას ათწლეულების განმავლობაში და ამით Happy Dog-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოწინავე ადგილების მიღებაში ბევრ მნიშვნელოვან კონკურსში და ძაღლების შოუში, მსოფლიოს მასშტაბით.      
იუნიორთა გუნდი   მრავალი წელია Happy Dog-ი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდების ინტერესს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კინოლოგიურ სპორტში. ისინი სხვადასხვა დისციპლინაში გამოდიან ძაღლთა პარტნიორების სახით და მონაწილეობას იღებენ მსოფლიო ჩემპიონატებში, გერმანიის ჩემპიონატებსა და სხვა სპეციალურ ღონისძიებებში.
ჩვენ ვკვებავთ ჩემპიონებს Happy Dog-ს ფასეული წვლილი შეაქვს ძაღლების გამარჯვებაში მსოფლიოს ძაღლთა უდიდეს გამოფენაზე, ეროვნულ SV-გამოფენებზე და სხვა ეროვნულ ან საერთაშორისო შეჯიბრებებში.