ისტორია

ჩვენი ისტორია

Interquell-ის ბავარიული ოჯახის ბიზნესი დაარსდა  1765 წელს. ეს საქმიანობა დაიწყო მე-18 საუკუნეში ვერინგენის მდინარე სინგოლდზე მარცვლეულის წისქვილში. 1950-ან წლებში მოხდა რევოლუცია: თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი დანადგარების დახმარებით შესაძლებელი გახდა მარცვლეულის ფანტელების წარმოება  –  მშრალ ხორცთან შერევის შედეგად მიიღეს ძაღლის პირველი მშრალი საკვები! ჩვენი რეცეპტები, ინგრედიენტების და დანამატების შემადგენლობა დროდადრო წლების განმავლობაში იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა უახლესი სამედიცინო მიღწევების გამოყენებით. და საბოლოოდ, გაყიდვების საშუალოზე მაღალი ზრდის ტემპები აყენებს Happy Dog-ს საპატიო ადგილზე ძაღლის მშრალი საკვების სექტორში გერმანიაში სპეციალიზებულ ზოომაღაზიებში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი! ნანატრი Happy Dog-ის პროდუქცია გავრცელდა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოში. ამგვარად, Happy Dog-ი ხელმისაწდომია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, ასევე აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. და, რა თქმა უნდა, ყველა პროდუქცია მზადდება მხოლოდ ბავარიაში, ვერინგენის საწარმოში.  


Happy Dog-ის მნიშვნელოვანი ეტაპები  



2017 წ.   Happy Dog-ი აწარმოებს ექსპორტს 66 ქვეყანაში და წარმოდგენილია სამ კონტინენტზე.

1987 წ.   გეორგ მიულერი (დიპლომირებული ეკონომისტი) შუერთდა კომპანიას.

1965 წ.   ძაღლის საკვების წარმოება დაიწყო კომპანია “Müller‘s Hundenahrung“-ში

1951 წ.   დაიწყო წარმოება კარტოფილის ფანტელების, კარტოფილის ხარისხისა და შენახვის გაუმჯობესების მიზნით, როგორც ცხოველთა საკვები.

1765-1960წწ.   მიულერის ოჯახი ამუშავებს მარცვლეულის წისქვილს ვერინგენის მდინარე სინგოლდზე.